სი ძინპინი - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ დაპირება, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული და ბირთვული ომი არ იქნება
სი ძინპინი - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ დაპირება, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული და ბირთვული ომი არ იქნება

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ დაპირება, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული და ბირთვული ომი არ იქნება – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, პეკინი ეწინააღმდეგება შეიარაღებულ თავდასხმას სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე, როგორებიცაა ატომური ელექტროსადგურები.

უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ეძებს პოლიტიკურ გადაწყვეტას.

„ჩინეთი მზადაა, შეუერთდეს ფრანგულ მხარეს და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, შეინარჩუნოს რაციონალური თავშეკავება, თავი აარიდოს ქმედებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს კრიზისს ან თუნდაც კონტროლიდან გამოიყვანს. ჩინეთი ყოველთვის განიხილავს ევროპას, როგორც დამოუკიდებელ ერთეულს მრავალპოლარულ მსოფლიოში. ჩინეთი მხარს უჭერს ევროპას სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში და სურს, რომ ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არ იყოს მიზანში ამოღებული, დამოკიდებული ან შეზღუდული მესამე მხარის მიერ. ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული მხარე დამოუკიდებლად განავითარებს ურთიერთობას ჩინეთთან. ჩინეთმა და საფრანგეთმა უნდა გააგრძელონ მსოფლიოს მრავალპოლარულობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციის მხარდაჭერა, დაუპირისპირდნენ ცივი ომის მენტალიტეტსა და დაპირისპირებას, ერთად იმუშაონ სხვადასხვა გლობალურ გამოწვევასთან გასამკლავებლად“, – აღნიშნა სი ძინპინმა.