შვიდი წლის გოგონას, რომელმაც ე.წ. კისტის თოფიდან დაზიანება მიიღო, კლინიკიდან დღეს გაწერენ
შვიდი წლის მოზარდს, რომელმაც რუსთავში, ორი დღის წინ, ე.წ. კისტის თოფიდან დაზიანება მიიღო, კლინიკიდან დღეს გაწერენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს, ბავშვს ზედაპირული ჭრილობა აღენიშნებოდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, შვიდი წლის გოგონამ პნევმატური იარაღიდან დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც თანატოლებთან ერთად თამაშობდა.
უცნობია, ვინ ისროლა გოგონას მიმართულებით.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინ არ არის.