შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში ამ დროისთვის 10 რუსი დიპლომატი მუშაობს
შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 10 რუსი დიპლომატი მუშაობს.
შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ვებგვერდის თანახმად, ესენი არიან:
ევგენი კონიშევი, სერგეი სმირნოვი, დიმიტრი მაიორსკი, ევგენი შიპილოვი, ვლადიმირ ტოროშინი, სტანისლავ რუჟინსკი, გრიგორი ბაზანოვი, ვიაჩესლავ ვენევი, სერგეი ჟურავლიოვი, ვიაჩესლავ იურკინი.
შეგახსენებთ, საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საელჩოს თანამშრომელს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა აქვს, თუმცა ტექსტში დაკონკრეტებული არ არის, რომელ თანამშრომელზეა საუბარი.