შვეიცარიის საელჩო სოციალურ ქსელში შვეიცარია-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ფილმს აქვეყნებს

2021 წელი შვეიცარია-საქართველოს ურთიერთობებში ღირსშესანიშნავი წელია, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

დიპლომატიური მისია აღნიშნავს, რომ ზუსტად 30 წლის წინ შვეიცარიამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, 25 წლის წინ კი შვეიცარიამ გახსნა თბილისში თანამშრომლობის ოფისი, რათა მხარი დაეჭირა საქართველოსთვის, გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით.

„20 წლის წინ შვეიცარიამ გახსნა საელჩო საქართველოში ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი პარტნიორობის აღსანიშნავად. შვეიცარიის საელჩომ მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც აჩვენებს შვეიცარიასა და საქართველოს შორის მეგობრული, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს. ეს ფილმი ასევე არის გამომშვიდობება ელჩ პატრი ფრანცენის, რომელმაც „პოზიტიური ემოციებით აღსავსემ“ დატოვა საქართველო მაისში ვადის ამოწურვის შემდეგ“, – აღნიშნავს შვეიცარიის საელჩო და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შვეიცარია-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს აქვეყნებს.

დატოვე კომენტარი