შვეიცარიაში მკურნალობის შემდეგ, ალჟირის პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა
შვეიცარიაში მკურნალობის შემდეგ, ალჟირის პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა

შვეიცარიაში მკურნალობის შემდეგ, ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა სამშობლოში დაბრუნდა. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, 82 წლის ალჟირის პრეზიდენტი ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთით, სამხედრო აეროპორტში დაფრინდა.

პრეზიდენტის დაბრუნება ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა. ალჟირის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებზე ბუტეფლიკას მეხუთე ვადით პრეზიდენტობის გეგმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილშია დაგეგმილი, პრეზიდენტს კი კანდიდატურის წარდგენა მეხუთედ სურს.

2013 წელს ალჟირის პრეზიდენტს ინსულტი დაემართა და მას შემდეგ საჯაროდ იშვიათად ჩნდება. აბდელაზიზ ბუტეფლიკა საპრეზიდენტო სასახლის ნაცვლად, დედაქალაქის გარეუბანში ცხოვრობს.