ალჟირში 9 აპრილს დროებით პრეზიდენტს აირჩევენ
ალჟირში 9 აპრილს დროებით პრეზიდენტს აირჩევენ

ალჟირის პარლამენტი დროებით პრეზიდენტს 9 აპრილს აირჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ ალჟირის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ალჟირის დროებითი პრეზიდენტის კანდიდატურას პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე ფორმალურად ამტკიცებენ. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ვაკანტური თანამდებობა პარლამენტის ზედა პალატის – ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ უნდა დაიკავოს. ამჟამად პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე 77 წლის აბდელქადერ ბენსალაჰია, რომელიც სავარაუდოდ შეასრულებს ალჟირის დროებითი პრეზიდენტის მოვალეობებს.

ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ალჟირის პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუტეფლიკამ გადადგომის შესახებ 2 აპრილს განაცხადა.