შვეიცარიაში ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 17 ტურისტი და ეკიპაჟის სამი წევრი. ყველა მგზავრი შვეიცარიელი ტურისტი იყო.
როგორც ადგილობრივ პოლიციაში განმარტავენ, საქმე ეხება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ Junkers Ju 52-ს, რომელიც „შვეიცარიის სამხედრო ავიაციის მეგობართა საზოგადოებას“ ეკუთვნის.
გამოძების ცნობით, თვითმფრინავი ზღვის დონიდან 2540 მეტრის სიმაღლეზე მთიან რეგიონში ჩამოვარდა. წინასწარი ცნობით, ის ერთ-ერთ მთას შეეჯახა.
ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად მუშაობა გრძელდება.