შვეიცარიაში ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა
შვეიცარიაში ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა

შვეიცარიაში ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 17 ტურისტი და ეკიპაჟის სამი წევრი. ყველა მგზავრი შვეიცარიელი ტურისტი იყო.

როგორც ადგილობრივ პოლიციაში განმარტავენ, საქმე ეხება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ Junkers Ju 52-ს, რომელიც „შვეიცარიის სამხედრო ავიაციის მეგობართა საზოგადოებას“ ეკუთვნის.

გამოძების ცნობით, თვითმფრინავი ზღვის დონიდან 2540 მეტრის სიმაღლეზე მთიან რეგიონში ჩამოვარდა. წინასწარი ცნობით, ის ერთ-ერთ მთას შეეჯახა.

ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად მუშაობა გრძელდება.