შვედეთის პრემიერი - მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი
შვედეთის პრემიერი - მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი, – ასე გამოეხმაურა შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტენსონი თურქეთის პრეზიდენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმის პარლამენტისთვის წარდგენას.

„მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას, რომ ხელი მოაწერა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის ოქმს და წარუდგინა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას. ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი“, – წერს კრისტენსონი სოციალურ ქსელში.

თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის დღეს წარუდგინა.