შვედეთის პრემიერი – მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი
ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი, – ასე გამოეხმაურა შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტენსონი თურქეთის პრეზიდენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმის პარლამენტისთვის წარდგენას.
„მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას, რომ ხელი მოაწერა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის ოქმს და წარუდგინა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას. ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი“, – წერს კრისტენსონი სოციალურ ქსელში.
თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის დღეს წარუდგინა.
Welcome that President Erdoğan signed Sweden’s ratification protocol to NATO and submitted it to the Grand National Assembly of Türkiye. Parliamentary procedures will now commence. We are looking forward to becoming a member of NATO.
— SwedishPM (@SwedishPM) October 23, 2023