კრწანისში მდებარე შსს-ს სასწავლო ცენტრში დაშავებულ ერთ-ერთ პირს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ პირველ არხს „ნიუ ჰოსპიტალში“ განუცხადეს.
ამასთან, „ნიუ ჰოსპიტალშია“გადაყვანილი შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
კრწანისში მდებარე შსს-ს სასწავლო ცენტრში ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ორმა მოქალაქემ, ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, ტერიტორიაზე შეაღწია. შსს-ს ცნობით, ადგილზე არანაირი წვრთნა არ მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, ტერიტორია დანაღმული იყო და მითითებული იყო ნიშანი – „შესვლა აკრძალულია“.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.