შსს-ს სასწავლო ცენტრში დაშავებულ ერთ-ერთ პირს ოპერაცია უტარდება
შსს-ს სასწავლო ცენტრში დაშავებულ ერთ-ერთ პირს ოპერაცია უტარდება

კრწანისში მდებარე შსს-ს სასწავლო ცენტრში დაშავებულ ერთ-ერთ პირს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ პირველ არხს „ნიუ ჰოსპიტალში“ განუცხადეს.

ამასთან, „ნიუ ჰოსპიტალშია“გადაყვანილი შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

​კრწანისში მდებარე შსს-ს სასწავლო ცენტრში ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ორმა მოქალაქემ, ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, ტერიტორიაზე შეაღწია. შსს-ს ცნობით, ადგილზე არანაირი წვრთნა არ მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, ტერიტორია დანაღმული იყო და მითითებული იყო ნიშანი – „შესვლა აკრძალულია“.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.