შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, მედიკოსებისთვის ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, ექიმებს გადამდები დაავადებების, დაზიანებების დოკუმენტირების და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ოთხდღიანი სწავლება ჩაუტარდათ. აღნიშნული კურსი სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროცესის მეორე ეტაპია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში სათანადო პირობების შექმნით, იზოლატორების პერსონალისთვის ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.