შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. ავარიის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
ამასთან, მსუბუქად დაშავდა მეორე ავტომობილის მძღოლიც.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.