შოტლანდიური გამოცემა - თუ თავისუფალი აგენტი გახდება, კიტეიშვილი შეიძლება „რეინჯერსისთვის“ მიმზიდველი სამიზნე გახდეს #1TVSPORT
შოტლანდიური გამოცემა - თუ თავისუფალი აგენტი გახდება, კიტეიშვილი შეიძლება „რეინჯერსისთვის“ მიმზიდველი სამიზნე გახდეს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის მიმართ „გლაზგო რეინჯერსის“ ინტერესი ჯერ რეალური არაა, მაგრამ კლუბისთვის ის სასურველი შენაძენი იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტპორტალი footballfancast წერს და ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებში სიცხადის შეტანას ცდილობს.

„ოთარ კიტეიშვილის მიმართ „რეინჯერსის“ დაინტერესებაზე ინფორმაცია ქართულმა წყაროებმა Glasgow World-ზე დაყრდნობით გაავრცელეს, თითქოს გლაზგოური კლუბი გრაცის „შტურმის“ ქართველი ცენტრალური ნახევარმცველის შეძენითაა დაინტერესებული.

სინამდვილეში შოტლანდიურ გამოცემაში ეწერა, რომ „რეინჯერსი“ აპირებს გარიგებას ნიჭიერი მოთამაშის დასამატებლად, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. Glasgow World-მა დაასახელა 37 ნახევარმცველი, რომლებსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურებათ.

„რეინჯერსის“ კიტეიშვილით დაინტერესებაზე ინფორმაცია შეიძლება უფრო რეალური იყოს, ვიდრე თავიდან ჩანდა. ვერ ვამტკიცებთ, რომ ამ ტრანსფერს გლაზგოელი გულშემატკივრები უახლოეს კვირებში ან თვეებში უნდა ელოდონ, თუმცა თვალყური უნდა მიადევნონ, ქართველი ფეხბურთელი გრაცის „შტურმთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს თუ არა.

თუ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება, ქართველი ნახევარმცველი შეიძლება „რეინჯერსისთვის“ მიმზიდველი სამიზნე გახდეს, რადგან 2023/24 სეზონში მისი თამაში გვაფიქრებინებს, რომ კიტეიშვილს აქვს პოტენციალი, გლაზგოს კლუბისთვისთვის შესანიშნავი შენაძენი გახდეს“, – წერს შოტლანდიური ინტერნეტგამოცემა.