შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი, ალექს სალმონდი დააკავეს. პოლიცია და პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნის ბრალდებას არ აკონკრეტებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, ალექს სალმონდის ადვოკატთან დაკავშირება ჯერ ვერ ხერხდება.
Sky News-ი წერს, რომ შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი სასამართლოში დღის ბოლოსთვის გამოჩნდება.
ალექს სალმონდი შოტლანდიის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა და მხარს უჭერდა ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის კამპანიას.