შოტლანდიის მთავრობის მეთაური ნიკოლა სტერჯეონი თანამდებობიდან გადადგა
შოტლანდიის მთავრობის მეთაური ნიკოლა სტერჯეონი თანამდებობიდან გადადგა

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯეონი თანამდებობიდან გადადგა. ის შოტლანდიის მთავრობას სათავეში რვა წლის განმავლობაში ედგა. ახლა კი, მისი თქმით, დადგა დრო, ადგილი სხვას დაუთმოს.

შოტლანდიის ახალი პირველი მინისტრის ვინაობას ეროვნული პარტია კენჭისყრის შედეგად გამოავლენს. კანდიდატს, პარტიის, სულ მცირე, 100 დელეგატის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

ნიკოლა სტერჯეონი პარლამენტში მომდევნო არჩევნებამდე დარჩება.