შოტლანდიის პოლიციის ინფორმაციით, გლაზგოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტი არ არის
შოტლანდიის პოლიციის ინფორმაციით, გლაზგოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტი არ არის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია და დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი სამართალდამცველია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. დაჭრილები საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
გლაზგოს ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროსთან, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ, თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.