გლაზგოში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე დასკვნითი ხელშეკრულება მიიღეს
გლაზგოში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე დასკვნითი ხელშეკრულება მიიღეს

გლაზგოში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე დასკვნითი ხელშეკრულება მიიღეს.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 200-მდე ქვეყანა ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივი შემცირების დაჩქარებაზე და წიაღისეული საწვავის სუბსიდიების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ შეთანხმდა.

გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილე მხარეები გლობალური დათბობის 1,5 გრადუსამდე შეზღუდვაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, ახალი შეთანხმების მიხედვით, მდიდარმა ქვეყნებმა ფინანსური სახსრების მობილიზება უნდა მოახდინონ, რათა შედარებით ღარიბმა სახელმწიფოებმა კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება შეძლონ.

დასკვნით ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ყველა მონაწილე მხარემ, სითბური აირების ემისიასთან დაკავშირებული ეროვნული გეგმების შესრულების ვალდებულება უნდა აიღოს.