ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რეგიონში ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგი არსებობს.
მისივე თქმით, კითხვები არც სამედიცინო საშუალებებსა და საწვავთან დაკავშირებით არ არსებობს.
„გახლდით მარნეულის წისქვილ-კომბინატში, რათა დავრწმუნებულიყავი, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. დღის მანძილზე წისქვილკომბინატში იფქვება 190 ტონა ფქვილი და მარაგდება პირველ რიგში ქვემო ქართლი და საქართველოს სხვა რეგიონები. არსებულ მოთხოვნილებებსა და გამოწვევას წისქვილკომბინატი სავსებით უმკლავდება. ფქვილთან დაკავშირებით პრობლემები არ არის.
რაც შეეხება მარაგს, არის 11 ათასი ტონა ხორბლის მარაგი, რაც ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აპრილისა და მაისის შუა რიცხვებისთვის სრულიად საკმარისია. თადარიგიც არის იმისთვის, რომ მარაგი დამატებით დროულად შეივსოს.
მოვინახულეთ რამდენიმე ადგილობრივი, მსხვილი დისტრიბუტორი. საბითუმო სივრცეებსა და ქსელებში ყველგან მარაგია. ყველგან თადარიგია დაჭერილი. ყველა სახის პროდუქტის რეზერვი ადგილზეა. ვნახეთ მსხვილი სუპერმარკეტები, რომლებიც ჰუმანიტარულადაც ბევრ სიკეთეს აკეთებენ. ერთი ტომარა ფქვილი ღირს 50 ლარი, შაქარი ლარი და 80 თეთრი და ყველა დახლი გადავსებულია პროდუქტით. საბითუმო ბაზრებიდან მიეწოდება ყველა სოფელს პროდუქტი და მოხსნილია კითხვა რაიმე დეფიციტთან დაკავშირებით. არ გვაქვს დეფიციტი არც სამედიცინო პროდუქტსა და საწვავზე“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.