შოთა რეხვიაშვილმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილის რანგში თანამშრომლებთან პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა
შოთა რეხვიაშვილმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილის რანგში თანამშრომლებთან პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა

შოთა რეხვიაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის რანგში თანამშრომლებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, უწყების პირველადი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდა.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც სერიოზულ თემებს კურირებს, მათ შორის არის კონფლიქტით დაშორებული ხალხის, ჩვენი ძმების აფხაზების და ოსების შემორიგება, არის ეთნიკური უმცირესობების საკითხები. არის პროფესიონალთა გუნდი სახელმწიფო მინისტრის აპარატში და ბედნიერი ვარ და დიდი პატივია, რომ მე ამ გუნდის წევრი გავხდი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა.

დატოვე კომენტარი