ქვემო ქართლის გუბერნატორად შოთა რეხვიაშვილის ნაცვლად გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა
ქვემო ქართლის გუბერნატორად შოთა რეხვიაშვილის ნაცვლად გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა

ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა.

დოხტურიშვილი დღეს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა წარადგინა.

გიორგი დოხტურიშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2017 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე მუშაობდა, ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის კომისიას.

ქვემო ქართლის გუბერნატორად, 2018 წლიდან ამ დრომდე, შოთა რეხვიაშვილი მუშაობდა.