შოთა ხაბარელი - სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიდერია ოპოზიციის, რომელიც მას ლანძღავდა, ესენი არიან მოღალატეები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა რამენაირად ჩაძირონ
შოთა ხაბარელი - სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიდერია ოპოზიციის, რომელიც მას ლანძღავდა, ესენი არიან მოღალატეები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა რამენაირად ჩაძირონ

სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიდერია ოპოზიციის, რომელიც მას ლანძღავდა, ესენი არიან მოღალატეები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა რამენაირად ჩაძირონ, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა.

ხაბარელის თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს.

„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას მხარს მეც ვუჭერდი. იცით, ოპოზიცია როგორი სიტყვებით ლანძღავდა, დღეს კი მათი ლიდერია. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. ადრე ის იყო რეზიდენტი, ახლა მათი ლიდერი უნდა გახდეს. გიორგი მსხილაძეს ვერაფრით ვათქმევინეთ, სალომე ზურაბიშვილს რეზიდენტი ვინ უწოდა. ესენი არიან ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა რამენაირად ჩაძირონ და პარლამენტში მოხვდნენ“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.