შოთა ხაბარელი - მყარი არგუმენტები მჭირდება, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას მხარი დავუჭირო
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.
უმრავლესობის სხდომაზე დასწრების მიზნით პარტიაში უკვე მივიდა შოთა ხაბარელი.
დეპუტატი აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების თაობაზე საინტერესო წინადადებაა, თუმცა საკითხს სიღრმისეული გაცნობა სჭირდება.
„მსჯელობა იქნება და დისკუსიაში შევალ. მყარი არგუმენტები მინდა, რომ ინიციატივას მხარი დავუჭირო“, – განაცხადა ხაბარელმა.
როგორც ცნობილია, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივა.
11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.