შოთა ხაბარელი - ძალადობა მიუღებელია, თუმცა ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პოლიციელების მიმართ პროვოკაცია, თავდასხმა იყო, ყველაფერს პასუხი გაეცემა
შოთა ხაბარელი - ძალადობა მიუღებელია, თუმცა ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პოლიციელების მიმართ პროვოკაცია, თავდასხმა იყო, ყველაფერს პასუხი გაეცემა

ძალადობა დაუშვებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, თუმცა როცა პოლიციელებს აგინებ, ეს იქნება დეპუტატი თუ სხვა, სამართლებრივ პასუხს მიიღებ, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პოლიციელების მიმართ პროვოკაცია, თავდასხმა იყო.

„ძალადობა მიუღებელია, თუმცა თუ ხაბეიშვილისა და მისი გუნდის მოქმედებებს ნახავთ, მიხვდებით, ეს ყველაფერი ხელისგულზე მოხდა – როგორ გაექანა პოლიციელებისკენ. როცა პოლიციელებს აგინებ, ეს იქნება დეპუტატი თუ სხვა, ვინც ძალადობას განახორციელებს, სამართლებრივ პასუხს მიიღებს. ძალადობა დაუშვებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს. ხაბეიშვილის მხრიდან პირდაპირ პროვოკაცია იყო. ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახა. ეს იყო თავდასხმა პოლიციელებზე. გამოძიება იქნება და ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა. მისი მხრიდან იყო პროვოკაცია. ახალგაზრდები პოლიციელებს უდიერად ექცეოდნენ“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.