ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შორაპანთან, გზის სავალ ნაწილზე „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთოში მოთავსებული ტრანზიტული ტვირთი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით გადაჰქონდათ, გზაზე დაიბნა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.
რამდენიმე წუთის წინ, გზის ამავე მონაკვეთზე ტრაილერი და სამგზავრო მიკროავტობუსი დაეჯახა ერთმანეთს. მგზავრები არ დაშავებულან. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ორივე შემთხვევის მიზეზი ნალექი და ავტომობილის მოცურება გახდა.