7 ივნისს, ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგ ქარდზე (UFC 250) ოქტაგონზე დაუმარცხებელმა შონ ო მალიმ მორიგი შთამბეჭდავი და შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული ნოკაუტი შემოგვთავაზა. ო მალიმ WEC-ის ყოფილი ჩემპიონი, ვეტერანი ედი ვაინლენდი პირველ რაუნდშივე დაამარცხა. ამავე დღეს, ასევე დაუვიწყარი ნოკაუტით მოიგო ბრძოლა ქვემსუბუქი წონის (bantamweight) კიდევ ერთმა მებრძოლმა კოდი გარბრენდტმა. ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში ო ომალის ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ გარბრენდტთან შესაძლო ბრძოლაზე დაუსვეს.
„სიამოვნებით გავმართავდი მასთან (კოდისთან) ბრძოლას. ვთვლი, რომ კოდის დავანოკაუტებ. მის ბოლო ბრძოლაში ჩანდა, რომ ის უკეთ არის მომზადებული და გაცილებით კარგ ფორმაშია, ვიდრე წინა ბრძოლებში. მან ხომ ამ მოგებამდე ზედიზედ სამი დაპირისპირება წააგო. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ფაქტია, რომ კოდიმ იმუშავა თავის თავზე და ახლა უკეთეს ფორმაშია. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ მან ბევრი პრობლემა შემიქმნას. მე საკმარისად კონცენტრირებული და ტექნიკური ვარ და შემიძლია მისი ნოკაუტში გაშვება. მე ამ ბრძოლას მოვიგებ“, – განაცხადა ო მალიმ.