შინდაგორიძეს მძიმე ტრავმა დაუდასტურდა - საზღვრები ჩაკეტილია, ოპერაციის გაკეთება ვერ ხერხდება
შინდაგორიძეს მძიმე ტრავმა დაუდასტურდა - საზღვრები ჩაკეტილია, ოპერაციის გაკეთება ვერ ხერხდება

ბელარუსის ჩემპიონატის მეხუთე ტურში, სოლიგორსკის „შახტიორის“ შემადგენლობაში (რომელიც შინ „სლუცკთან“ 1:2 დამარცხდა) ლაშა შინდაგორიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია.

26 წლის ქართველი თავდამსხმელი მეოთხე ტურში ოქტიაბრსკისსმოლევიჩთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-18 წუთზე შეცვალეს. მიზეზი ტრავმაა, რომლის სიმძიმეც უცნობი იყო.

შახტიორის“ მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა თავიდან განაცხადა, რომ ექიმების წინასწარი ვარაუდით, შინდაგორიძეს ან მენისკის პრობლემა აქვს, ან ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი.

სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა, რაზეც „შახტიორის“ მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ ლაშას უცხოეთში გამგზავრებას და ოპერაციის გაკეთებას, ხელს პანდემიის გამო შექმნილი პრობლემები უშლის.

შინდაგორიძეს ჯვარედინი იოგები გაუწყდა. როდის დაგვიბრუნდება, ეს ჯერ არც ვიცი. საამისოდ, აუცილებელია გამოკვლევა კიდევ ერთხელ გაიაროს. როგორც გავიგე, მას ასეთი პრობლემა უკვე ჰქონდა. ამიტომ უნდა წავიდეს იქ, სადაც ოპერაცია პირველად გაუკეთეს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ახლა ყველა საზღვარი დაკეტილია და როგორ წავა, არავინ იცის“ – ამბობს იური ვერნიდუბი.

პირველად ლაშა შინდაგორიძეს ჯვარედინი იოგები უნგრულ „ბალზამუივაროშში“ თამაშის დროს, 2018 წელს გაუწყდა. მაშინ ფორმის აღსადგენად შვიდი თვე დასჭირდა და იძულებული გახდა უნგრეთი დაეტოვებინა.