დიასამიძემ გაიტანა, „შახტიორმა“ ვერ მოიგო (ვიდეო)
დიასამიძემ გაიტანა, „შახტიორმა“ ვერ მოიგო (ვიდეო)

გეგა დიასამიძემ ბელარუსში დიდი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა, მაგრამ სოლიგორსკის „შახტიორმა“ მოგება მაინც ვერ მოახერხა.

ბელარუსის ჩემპიონატის მე-15 ტურში სოლიგორსკის „შახტიორი“ გასვლაზე „მინსკს“ შეხვდა. სტუმრები 51-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა დააწინაურა, რომელმაც ეფექტური გოლი გაიტანა.

მიუხედავად ამისა, „შახტიორმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან გამარჯვება ვერ შეინარჩუნა: 65-ე წუთზე „მინსკმა“ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

15 ტურის შემდეგ, სოლიგორსკის „შახტიორმა“ 27 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბატეს“ 3 ქულით ჩამორჩება.