დიასამიძე ერთ-ერთი იმედგაცრუებაა - ის ბელარუსში ინტრიგების მსხვერპლი გახდა
დიასამიძე ერთ-ერთი იმედგაცრუებაა - ის ბელარუსში ინტრიგების მსხვერპლი გახდა

ბელარუსულმა გამოცემა „პრესბოლმა“ იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომელიც გამოცემის ჟურნალისტების აზრით, 2020 წლის ჩემპიონატში იმედები ვერ გაამართლეს. ამ სიაში ჩემპიონის, სოლგორსკისშახტიორის“ ნახევარმცველი გეგა დიასამიძეც მოხვდა.

სხვათა შორის, ამ სიაში მოხვდა უკრაინის ნაკრების ყოფილი მცველი ევგენი ხაჩერიდი და კიდევ ორიოდე საინტერესო მოთამაშე.

„დღეს ვასახელებთ 2020 წლის ბელორუსის ჩემპიონატის იმედგაცრუების გუნდს. შეიძლება ითქვას, მაგრამ მათ უკეთ თამაში ნამდვილად შეეძლოთ“, – წერს გამოცემა.

გეგა დიასამიძეს ასე ახასიათებენ: „სოლიგორსკის უცნაური ლეგიონერებიდან ერთი მაინც უნდა გამოგვერჩია. ჩვენ არ ჩავთვლით ლამბულიჩს ან ლულაკას, ეს მიმდინარე სეზონის ძალიან მოკლე ეპიზოდებია. დიასამიძემ ათი მატჩის ჩატარება შეძლო და გაიტანა ორი გოლი. მისი ბოლო გამოჩენა მოედანზე 5 ივლისით თარიღდება, შემდეგ კი სიჩუმეა. სხვათა შორის, ქართველი „შახტიორში“ რომ გადავიდა, „ტრანსფერმარკეტის“ თანახმად, მისი ღირებულება 275 ათასი ევრო იყო. ამასთან, სოლიგორსკის ლეგიონის შესახებ ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. მაღაროელებმა მოიგეს ოქრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოსულ დიასამიძესაც უნდა ეთამაშა, მაგრამ არის ისე, როგორც ითამაშა“.

რეალურად, დიასამიძე სოლგორსკისშახტიორის“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო, მაგრამ გუნდის სპორტული დირექტორის, ალეკო რეხვიაშვილის წინააღმდეგ აგორებული ინტრიგების მსხვერპლი გახდა.