ბელარუსის შემდეგ ისევ საქართველოში - დიასამიძე „ლოკომოტივში“ დაბრუნდა #1TVSPORT
ბელარუსის შემდეგ ისევ საქართველოში - დიასამიძე „ლოკომოტივში“ დაბრუნდა #1TVSPORT

ლოკომოტივმა“ ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა და ყოფილი მოთამაშე, გეგა დიასამიძე დაიბრუნა, – ამის შესახებ თბილისური კლუბის ვებ-გვერდი იუწყება.

„ზაფხულის პირველი ტრანსფერი – გეგა „ლოკომოტივშია“. კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გაფორმდა“, – წერია „ლოკომოტივის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

გეგა დიასამიძე თბილისის „ლოკომოტივში” ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი ამ გუნდში 2014-2017 წლებშიც თამაშობდა. ასევე გამოდიოდა „სასკოში“, დანიურ „ორჰუსში“, „დილაში“, 2018-2919 წლებში „საბურთალოში“ თამაშობდა (58 მატჩი, 17 გოლი, 12 საგოლე გადაცემა), ხოლო 2020 წლის დასაწყისში სოლიგორსკის „შახტიორში“ ჩაირიცხა.

დიასამიძე გუნდის შემადგენლობაში ბელარუსის ჩემპიონი გახდა, მაგრამ მისი წასვლა ცუდ დროს დაემთხვა, გუნდის ქართველი დირექტორის, ალექსანდრე რეხვიაშვილის წინააღმდეგ ფანები აამხედრეს, ქართველები (დიასამიძეს და ლაშა შინდაგორიძეს) აღარ ათამაშებდნენ და საბოლოოდ, ორივეს წამოსვლა მოუხდა.

დიასამიძე „ლოკომოტივთან“ ერთად სეზონს 7 აგვისტოს განაახლებს – 22-ე ტურში გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები ქობულეთის „შუქურას“ საგურამოს „ლოკო – არენაზე“ უმასპინძლებენ.