თბილისის „ლოკომოტივი“ შვიდ ფეხბურთელს შეელია #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“ შვიდ ფეხბურთელს შეელია #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამ სიაში თითქმის ყველა პოზიციის მოთამაშეა და თითოეული მათგანი გამოცდილია: მცველი ნოდარ იაშვილი, ნახევარმცველები – თორნიკე ძებნიაური, გეგა დიასამიძე, კახა კახაბრიშვილი და ბიძინა მახარობლიძე, ასევე თავდამსხმელები – შოთა შეყილაძე და გიორგი იაკობიძე.

გასული სეზონის შედეგებით, თბილისის „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგიდან ლიგა 2-ში დაქვეითდა. გუნდის შემადგენლობის განახლების ერთ-ერთი მიზეზი ეს გახდა. მეორე კი ის, რომ თბილისელთა დუბლშემადგენლობამ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მთავარ გუნდზე უკეთ ითამაშა და ფინალში გავიდა.

ახალი სეზონიდან „ლოკომოტივი 2“-ის ბევრი მოთამაშე დაწინაურდება მთავარ გუნდში და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას შეეცდება.