შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
„თბილისის ზღვის პლაზაში“ გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მეორე დოზით ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
„სიტუაციების მართვის სამსახურის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების 90% ვაქცინირებულია. სამინისტროს თანამშრომლების “კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით აცრის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურის და უწყებაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ. იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „ფაიზერის“ და „სინოვაკის“, ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების “კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 20 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.