შემოსავლების სამსახურმა ბათუმში მდებარე სამ ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინა
შემოსავლების სამსახურმა ბათუმში მდებარე სამ ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში მდებარე ღამის კლუბებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, შემოწმდა სამი ღამის კლუბი: „აბდულლაჰ აქგიულის“ კუთვნილ ღამის კლუბი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰსკ“ და ინდივიდუალური მეწარმე „ტურაჩ დარგალის“ კუთვნილი ობიექტი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამივე შემთხვევაში, საკონტროლო შესყიდვით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება ფაქტობრივად გადახდილ ფასზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა.

„პირველ შემთხვევაში, ქ. ბათუმში, ინდივიდუალური მეწარმე „აბდულლაჰ აქგიულის“ კუთვნილ ღამის კლუბში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და შეძენილ იქნა ალკოჰოლური სასმელი და საკვები, ჯამურად 100 აშშ დოლარი და 150 ლარი იქნა გადახდილი.

საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153 1-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ასევე, მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დროს, არ იქნა გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ი/მ „აბდულლაჰ აქგიულის“ ობიექტში, ასევე, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაცია ალკოჰოლურ სასმელზე, რის შედეგადაც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე, დაახლოებით, 5 390 ლარის ღირებულების საქონელი გამოვლინდა, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალურ მეწარმეს შეეფარდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის – 2 695 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა.

მეორე შემთხვევაში, საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰსკ“-ის კუთვნილ ობიექტში. სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა შეიძინეს სასმელები და საკვები. ჯამურად გადახდილ იქნა 100 აშშ დოლარი და 300 ლარი. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველს საგადასახადო კოდექსის 153 1-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების მონაცემები აღრიცხულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, თუმცა ჩეკში ნაჩვენები იქნა ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხა, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექის 281-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ობიექტში საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას არ იყო განთავსებული, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, მეწარმეს სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. შპს „ჰსკ“-ის ობიექტში ასევე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაცია ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელზე. შედეგად, გამოვლენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე 1180 ლარის ღირებულების საქონელი, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის – 590 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

მესამე შემთხვევაში, ინდივიდუალური მეწარმე „ტურაჩ დარგალის“ კუთვნილ ობიექტზე განხორციელებული საკონტროლო შესყიდვისას, შეძენილ იქნა ალკოჰოლური სასმელი და საკვები, ჯამურად გადახდილ იქნა 75 აშშ დოლარი. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსისის 153 1-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დროს არ იქნა გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე უხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით შეეფარდა. ობიექტში საკონტროლო-სალარო აპარატის ფაქტობრივად განთავსების მისამართი არ ემთხვეოდა საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართს, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულ სამივე შემთხვევაში, საკონტროლო შესყიდვით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება ფაქტობრივად გადახდილ ფასზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა. სამივე შემთხვევაში, არც ერთ ობიექტში მენიუ არ იყო წარმოდგენილი ქართულ ენაზე, მენიუ შემოთავაზებულ იქნა მხოლოდ ინგლისურად გაურკვეველი სახის პროდუქტისა და ფასის ჩამონათვალით, შეკვეთილი პროდუქტის ნაწილი საერთოდ არ იყო შეტანილი მენიუში, შუალედური ანგარიშის ქვითარი წარმოდგენილი იყო უცხოურ ენაზე.
საქმეზე გრძელდება მოკლევა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი