შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყის ხანძარს ცოცხალი ძალის მეშვეობით აქრობენ
ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყის ხანძარს ცოცხალი ძალის მეშვეობით აქრობენ. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე დამატებითი ძალებია მობილიზებული აჭარიდან და იმერეთიდან.
უწყების ცნობით, ცეცხლი 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.
შემოქმედი-გომის საზღვარზე ბუჩქნარსა და ეკალ-ბარდებს ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.