შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყეში ხანძარია

21:07, 13.04.2019

ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარზე ხანძარია. იწვის ტყე და ბუჩქნარი. ადგილზე იმყოფება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მერიის ინფორმაციით, ვითარებას განსაკუთრებით რთული რელიეფი ართულებს.

მსგავსი