ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარზე ხანძარია. იწვის ტყე და ბუჩქნარი. ადგილზე იმყოფება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
მერიის ინფორმაციით, ვითარებას განსაკუთრებით რთული რელიეფი ართულებს.