შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებელთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებელთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
როგოც განცხადებაშია აღნიშნული, პარკი 19:00 საათზე იკეტება და ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს მსურველებს, დასათვალიერებლად არაუგვიანეს 18:00 საათამდე მივიდნენ, რადგან ტერიტორია დიდია და დათვალიერებას ბევრი დრო სჭირდება.
„დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა, არ წყდება. დილიდან პარკს რამდენიმე ათასი ვიზიტორი კვლავ ეწვია. პარკს დამთვალიერებლები მთელი საქართველოდან სტუმრობენ. ვინაიდან პარკი 19:00 საათზე იკეტება, ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს მსურველებს, დასათვალიერებლად არაუგვიანეს 18:00 საათამდე მივიდნენ, რადგან ტერიტორია დიდია და დათვალიერებას ბევრი დრო სჭირდება. ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ დენდროლოგიური პარკის დამთვალირებლებს 19:00 საათის შემდეგ შეუძლიათ, ეწვიონ მიმდებარედ არსებულ მინიატურების, მუსიკოსების ან ციცინათელების პარკს. დენდროლოგიური პარკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ყოველ დღე იმუშავებს. გამომდინარე იქიდან, რომ დენდროლოგიური პარკი უნიკალურია ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მომავალი კვირიდან მისი მონახულება ვიზიტორებს შეეძლებათ ყოველდღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.