შეიხი ნაჰაიანი საქართველოში სატვირთო აეროპორტის მშენებლობითაა დაინტერესებული
შეიხი ნაჰაიანი საქართველოში სატვირთო აეროპორტის მშენებლობითაა დაინტერესებული

შეიხი ნაჰაიანი საქართველოში სატვირთო აეროპორტის მშენებლობითაა დაინტერესებული. როგორც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, შეიხი ნაჰაიანი არა სამგზავრო, არამედ სატვირთო აეროპორტის მშენებლობით არის დაინტერესებული.

მისივე თქმით, საუბარია ინვესტიციის განხორციელებაზე თბილისის გარეთ. ქუმსიშვილი იმ განცხადებას მიესალმება, რომლის მიხედვით, შეიხი საქართველოში ინვესტიციების გაორმაგებას გეგმავს. ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღემდე ჯგუფმა საქართველოში უკვე ჩადო 150-200 მილიონი დოლარი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ალ ნაჰაიანი​ საქართველოში პორტისა და აეროპორტის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე ისაუბრა.