არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრის, ტოლერანტობის მინისტრის შეიხი ალ ნაჰაიანის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველა პირობა არსებობს. როგორც მან აღნიშნა, ორი წლის განმავლობაში ინვესტიციების გაორმაგებას აპირებს.
„წლების წინ საქართველოსთან მხოლოდ ერთი ფრენა გვქონდა კვირაში, ახლა ფრენები დღეში 3-5-ჯერ ხორციელდება. ყველა არსებული ინდიკატორი გვიჩვენებს იმას, რომ საქართველო არის ბიზნესის თვალსაზრისით ძალიან კომფორტული.
პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ აქ შეგიძლია აკეთო ბიზნესი და ამისთვის ყველა საჭირო ხელსაწყო გაგაჩნდეს. უახლოეს ორ წელიწადში ინვესტიციების გაორმაგება გადავწყვიტე. ამით ნდობას ვუცხადებთ საქართველოს ხელისუფლებას. საქართველო არის განვითარებული ქვეყანა და ეს ეკონომიკურ ზრდაშიც ჩანს.
გავაგრძელებთ საქართველოში ინვესტიციების ჩადებას. სამომავლოდ, მე პირადად ვგეგმავ პორტის, აეროპორტის მოწყობას. კარგია, რომ საქართველოში არ არის ბიუროკრატია და ბიზნესის კეთების კარგი გარემოა“, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროებოს ტოლერანტობის მინისტრმა.