შეფუთული ცემენტის 36 სახეობიდან ევროპული სტანდარტი მხოლოდ 13-მა დააკმაყოფილა
ცემენტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის მორიგი, რიგით მეხუთე ტესტირება ჩატარდა.
საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, შეფუთული ცემენტის 36 სახეობიდან მხოლოდ 13 პროდუქტმა (36 პროცენტი) დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი EN197-1. აქედან ოთხი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა, სამი – იმპორტირებული პროდუქტი, დანარჩენი ექვსი კი – სხვა ადგილობრივი ორი მწარმოებლის. აღსანიშნავია, რომ შეფუთვაზე მითითებული სტანდარტის მოთხოვნა შვიდი იმპორტირებული ნიმუშიდან მხოლოდ სამმა დააკმაყოფილა.
„შემოწმებული 36 ნიმუშიდან 23-მა ვერ გადალახა ბარიერი. აქედან 15-მა კი კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი აჩვენა (<15 მპა), რაც ნიშნავს, რომ შემოწმებული შეფუთული ცემენტის 65 პროცენტი (თითქმის 2/3) მნიშვნელოვნად დაბალი შედეგით მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ პირველად მოხდა იმპორტირებული შეფუთული ცემენტის ხარისხის შემოწმება“, – აცხადებენ საქართველოს ცემენტის ასოციაციაში.