ცემენტის 21 შემოწმებული სახეობიდან ევროპულ სტანდარტს მხოლოდ ცხრა აკმაყოფილებს
ცემენტის 21 შემოწმებული სახეობიდან ევროპულ სტანდარტს მხოლოდ ცხრა აკმაყოფილებს

საქართველოში ცემენტის 21 სახეობიდან ევროპული სტანდარტი EN197-1 მხოლოდ ცხრამ დააკმაყოფილა, მეოთხე ფარული ტესტირების შედეგებს საქართველოს ცემენტის ასოციაცია  აქვეყნებს.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ტესტირება შეფუთული ცემენტის 21 სახეობას ჩაუტარდა, აღმოჩნდა, რომ ევროპულ სტანდარტს მხოლოდ ცხრა აკმაყოფილებს, რომელიც ხუთი სხვადასხვა კომპანიის მიერაა წარმოებული.

ასოციაციის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული შემოწმების შემდეგ, აღნიშნული შედეგი აჩვენებს, რომ ცემენტის ხარისხი გაუმჯობესებულია. დეკემბრის ტესტირების შედეგების თანახმად, სამი კომპანიის ოცდაექვსი ნიმუშიდან აღნიშნული სტანდარტი მხოლოდ რვამ დააკმაყოფილა. ამასთან, შემოწმებული ოცდაერთი ნიმუშიდან თორმეტმა ხარისხის ზღვარი ვერ გადალახა.

ცემენტის ბაზარზე ფარულად ჩატარებული კვლევის შედეგები სრულად ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გასაჯაროვდება.