ცემენტის ასოციაცია - ცემენტის 21 შემოწმებული სახეობიდან ევროპულ სტანდარტს თორმეტი ვერ აკმაყოფილებს
ცემენტის ასოციაცია - ცემენტის 21 შემოწმებული სახეობიდან ევროპულ სტანდარტს თორმეტი ვერ აკმაყოფილებს

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების თანახმად, ბოლო პერიოდში შემოწმებული შეფუთული ცემენტის ოცდაერთი სახეობიდან, ხუთი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულმა მხოლოდ ცხრა პროდუქტმა (43%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტის მოთხოვნები. ამავე ტესტირებით, შემოწმებული ოცდაერთი ნიმუშიდან თორმეტმა ვერ გადალახა ბარიერი.

როგორც ცემენტის ასოციაციის პრეზიდენტმა პოლ როძიანკომ აღნიშნა, 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული შემოწმების შემდეგ ცემენტის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

„დეკემბრის ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ოცდაექვსი ნიმუშიდან აღნიშნული სტანდარტი მხოლოდ სამი კომპანიის რვა პროდუქტმა (31%) დააკმაყოფილა თუმცა, ამასთანავე, შემოწმებული ცემენტის რამდენიმე ტომარაზე უცხოენოვანი ნიშანდებაა გამოყენებული და შესაბამისად ინფორმაცია ტომარაში არსებული ცემენტის კლასის შესახებ და სხვა მახასიათებლები გაუგებერია ქართველი მომხმარებლისთვის (სპარსული). ამიტომ, მომდევნო ფარული ტესტირებისთვის საქართველოს ცემენტის ასოციაცია იმპორტირებული ცემენტის შეძენასაც გეგმავს, რათა შეამოწმოს მათი ხარისხი და დაადგინოს მისი სტანდარტთან შესაბამისობის ან ფალსიფიცირების საკითხი.

საერთო ჯამში, აშკარაა, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ ინიცირებულმა ფარულმა ტესტირებამ სასიკეთო ზეგავლენა მოახდინა იმ კომპანიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ატყუებდნენ მყიდველს და სტანდარტთან შეუსაბამო ცემენტს ყიდდნენ“, – განაცხადა როძიანკომ.