შეფერხებული რეისების ფრენების განრიგთან დაკავშირებით ქუთაისის აეროპორტი ინფორმაციას ავრცელებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, შეფერხების შემდეგ, რეისი ქუთაისი-ლარნაკა W66403, გაფრინდება დაახლოებით 17:45 სთ-ზე, მემინგენის მიმართულებით რეისი W66409 კი – დაახლოებით 23:00 სთ-ზე.
ავიარეისები თვითმფრინავზე მეხის დაცემის შედეგად შეფერხდა.
„ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი – კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში“, – განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში და აღნიშნეს რომ ბორტს ინსპექცირება ჩაუტარდა.