შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
სააპელაციო განაცხადების მიიღება 15 აგვისტოს, 18:00 საათამდე გაგრძელდება და მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge წარდგენით იქნება შესაძლებელი.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, გაითვალისწინონ, რომ ორი ან მეტი გამოცდის შედეგის გასაჩივრებისას, აუცილებლად დაიცვან შემდეგი ინსტრუქცია:
1. აირჩიეთ ყველა საგანი, რომლის შედეგსაც ასაჩივრებთ;
2. მონიშნეთ ყველა სასურველი დავალება;
3. მხოლოდ ყველა სასურველი საგნისა და დავალების მონიშვნის შემდეგ გამოგზავნეთ განაცხადი (დააჭირეთ შესაბამის ღილაკს).
გამოგზავნილი განაცხადის გაუქმების ან ცვლილებისათვის შესაბამისი განცხადება უნდა შემოიტანოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასური 50 ლარია. ქულის შეცვლის შემთხვევაში თანხა აბიტურიენტს უკან დაუბრუნდება.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს განაცხადი უკვე გადაგზავნილი აქვს და სურს დაამატოს დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადაგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე.
გადაგზავნილი განაცხადის გაუქმებაზე განცხადება უნდა დაიწეროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში, ე. მინდელის ქ. N9-ში, რაიონებში კი- საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
გაუქმების შემდეგ კი აბიტურიენტს განმეორებით მიეცემა უფლება, გააკეთოს ახალი სააპელაციო განაცხადი დადგენილ ვადებში.