შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტებმა კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.

შავი ზღვის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, სალომე სუხიშვილის თქმით, დღეს სტუდენტებმა ჰაკა წარადგინეს. მისი თქმით, ჰაკას იდეა არის მათი საბრძოლო შემართებისა და უპირატესობის დამამტკიცებელი.

„ჩვენი სტუდენტები სამ კვირაზე მეტია საპროტესტო რეჟიმში არიან და სხვადასხვა აქცია-პერფომანსით ვცდილობთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შევახსენოთ, რომ უსამართლობასთან შეგუებას არ ვაპირებ. ჩვენი პირველი უპირატესობა არის სიმართლე“, – განაცხადა სუხიშვილმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები მსგავსი პერფომანსების გაგრძელებას იქამდე აპირებენ, ვიდრე ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.