შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმეს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა 30 დღის ვადაში განიხილავს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა 30 დღის ვადაში განიხილავს. გადაწყვეტილება დღეს სააპელაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოს წევრების განმარტებით, საქმეში არსებობს გარკვეული ახალი გარემოებები, რომლებზეც აუცილებელია, ავტორიზაციის საბჭომ იმსჯელოს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სააპელაციო საბჭოში ავტორიზაციის საბჭოს მიერ 20 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღება ერთი წლით შეეზღუდა.
ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება სასწავლებლის ბალანსზე არსებული ფინანსური დავალიანების გამო მიიღო, რომელიც უნივერსიტეტმა 27 აგვისტოს დაფარა. დავალიანების განულების შემდეგ სტუდენტები და ადმინისტრაცია შეზღუდვის გაუქმებას ითხოვდნენ.