მარიამ ჯაში დღეს რექტორთა საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს
მარიამ ჯაში დღეს რექტორთა საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დღეს რექტორთა საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ.

საკანონმდებლო ინიციატივა ავტორიზაციის გადავადებას გულისხმობს. პირველი საკომიტეტო მოსმენით აღნიშნული ინიციატივა მხარდაჭერილია, თუმცა კანონპროექტის მიღებამდე კიდევ სამი საკომიტეტო მოსმენაა დარჩენილი.

„განვიხილავთ უნივერსიტეტები ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ცვლილებებს. რადგანაც დიდი და განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ამ საკანონმდებლო ინიციატივამ, ვმართავ გაფართოებულ შეხვედრას როგორც რექტორთა საბჭოს, ასევე ავტორიზაციის საბჭოს წევრობის წარმომადგენლობით.საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს, სწორედ გადავადებას, დამატებითი გონივრული ვადის მიცემას უმაღლესი სასწავლებლებისთვის”,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტის მიღების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიმართვის შემთხვევაში, ავტორიზებულად 2020 წლის პირველ იანვრამდე ჩაითვლებიან.