შავ ზღვაზე დილიდან 5- ბალიანი შტორმია.
ბათუმის სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული იმის ნიშნად, რომ დღეს ბანაობა აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, შტორმი დიდხანს არ გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა შესაძლოა, დღის მეორე ნახევრიდან მოიხსნას.