შატილის ქუჩაზე მოკლული გოგონას მეზობლებს მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ
თემქის დასახლებაში, შატილის ქუჩაზე მოკლული გოგონას მეზობლებს მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ.
მეზობლების თქმით, გოგონა მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობდა და მათივე თქმით, სახლიდან დღეს დილის 09:00 საათზე გავიდა.
მეზობლებს მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია.
„იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო.